Rainline არის მაღალტექნოლოგიურად დამუშავებული და ორმხრივად შეღებილი თუნუქის წყალსაწრეტი სისტემა, რომელიც გამოირჩევა ინსტალაციის გამარტივებული მეთოდით. მისი მრგვალი ფორმა უზრუნველყოფს წყლის დიდი მოცულობის გამტარუნარიანობას, ხოლო ორმხრივად შეღებილი თუნუქი იცავს კოროზიისგან და მასთან დაკავშირებული რისკებისგან.
გამოყენების არეალი:
- საცხოვრებელი, კომერციული და სამრეწველო შენობები, რათა დაიცვას ისინი წვიმის წყლის ჩამონადენით გამოწვეული წყლის დაზიანებისგან.
- სახლები, ბინები, სკოლები, საავადმყოფოები, ქარხნები და სხვა ტიპის შენობები, რომლებსაც აქვთ სახურავი.
ტექნიკური მახასიათებლები:
ფერი | ნაცრისფერი , ყავისფერი, შინდისფერი, აგურისფერი, მწვანე , თეთრი |
დიამეტრი | 125მმ |
მოხრის კუთხე | 90° |
უპირატესობები:
- 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადა
- მარტივად ცვალებადი სექციები
- წყლის ეფექტური და სწრაფი გადინება – ლიტრი წამში
- კუთხეების ერთიანი ფორმა აღმოფხვრის წყლის გაჟონვის საფრთხეს
- ნარჩენების გაჭედვისგან დაცული სისტემა
- მარტივად საწმენდი
- მდგრადი მექანიკური დატვირთვისა და ულტრაიისფერი სხივებისადმი
შეფუთვა: ღარი და მილი შეფუთულია დამცავი ფირით , სხვა დამატებითი აქსესუარები მოთავსებულია შესაბამის მუყაოს ყუთებში.
შენახვა: სისტემის დამონტაჟებამდე სასურველია შევინახოთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, სადაც თავიდან ავირიდებთ სისტემის დაკაწვრის ან მისი ზედაპირის ფორმირების რისკებს , ასეთი ადგილი შესაძლებელია გამოიყოს როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში .
ტრანსპორტირება: წყალსაწრეტი სისტემა მოითხოვს მის ფრთხილ ტრანსპორტირებას, რათა თავიდან ავიცილოთ მექანიკური დაზიანება . ტრანსპორტირება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალებით, რომელშიც შესაძლებელია მოვათავსოთ 3 მეტრიანი სიგრძის დეტალები.