ბელგიური თუნუქის სახურავი მეტალოკრამიტის ფორმის, გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით და მზადდება უმაღლესი ხარისხის ბელგიური (Deep Matt) მასალისგან რომელიც წარმოადგენს, მოთუთიების ფენითა და მატი საღებავით დაფარულ მეტალის ფურცელს რომელიც იწარმოება ფინურ დანადგარებზე საქართველოში.
გამოყენების არეალი:
- ქანობიანი გადახურვა
- მანსარდული გადახურვა
- კერძო და სამოქალაქო მშენებლობა
- სკოლების, ბაღების და სამედიცინო დაწესებულებების გადახურვა
ტექნიკური მახასიათებლები:
პროფილი | მეტალოკრამიტი ADAMANTE STYLE |
სრული სიგანე (მმ) | 1200 |
სამუშაო სიგანე (მმ) | 1150 |
ბიჯის სიგრძე (მმ) | 350 |
მაქსიმალური სიგრძე (მმ) | 8000 |
პროფილის სიმაღლე (მმ) | 20 |
ფერი | RAL 7024 (ნაცრისფერი) |
სისქე (მმ) | 0.5 |
ზედაპირის დაფარვა | მატი (Deep Matt) |
ნედლეულის მწარმოებელი ქვეყანა | ბელგია |
უპირატესობები:
- ექსპლუატაციის ვადა 50 წელი
- Twin Lock ™ – ორმაგი ჩამკეტის სისტემა, გარანტირებული დაცვა გაჟონვისგან
- დამზადების უმოკლესი დრო
- მარტივი ინსტალაცია და გამოყენება
დანახარჯი:
მეტალოკრამიტის ფორმის თუნუქის სახურავს გააჩნია არასტანდარტული დანახარჯი, მისი დაანგარიშება ხდება სახურავის აპლიკატორის მიერ.
შენახვა:
მეტალოკრამიტის ფორმის თუნუქის სახურავი უნდა დასაწყობდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. მშრალ, ატმოსფერული ნალექისა და პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცულ საწყობში.
* ევროპული სტანდარტის წარმოება „ჯი არ სი“-სგან.